ასლი: ქვეყანა არჩევნებამდე არ გაიხსნება, მთავრობა COVID-ით მოპოვებულ პოპულარობას არ გარისკავს

ამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ქვეყანა არ გაიხსნება, სანამ ოქტომბრის არჩევნები არ ჩაივლის. მთავრობა არ გარისკავს, დაკარგოს ის პოპულარობა, რომელიც COVID-ის კრიზისის მართვით მოიპოვა.

ყველას ამოგვკეტავენ ქვეყანაში და თითოეულ ჩვენგანს აუკრძალავენ შემოსვლას და გასვლას, სანამ არჩევნები მორჩება.

მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელმაც შეიძლება დამატებითი ინფექცია გააჩინოს.

ივანიშვილს უბრალოდ არ ადარდებს, თუ ათასობით კომპანია გაკოტრდება,თუ ასიათასობით ქართველი უმუშევარი დარჩება და გაღარიბდება.

მისთვის მთავარი არჩევნების მოგებაა, იმის მიუხედავად, თუ რად დაუჯდება ეს მოსახლეობას.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საზღვრების გახსნის გადავადებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები