ზურაბიშვილი მედიას: თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის

დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის. თუ თქვენ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის. თქვენი მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრომოძალადე, ძალიან სასაცილოა. მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე ვთქვი. არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთი ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა თავისივე განცხადების განმარტებისას. 15 ივლისს პრეზიდენტმა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შეფასებისას თქვა, რომ "ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე". მისი ეს განცხადება ძალადობის წახალისებად იქნა აღქმული.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები