მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძეზე: შეიძლება, თვითმკვლელობა არ იყო, დღემდე ვაგრძელებთ ლოცვას

შეიძლება იყო თვითმკვლელობა, შეიძლება არ იყო. როცა ასე გაუგებრობაა, მაშინ ეკლესია, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოწყალებისკენ იხრება.  

გავერკვიეთ მაშინ და წესი ავუგეთ, დღემდე ვაგრძელებთ ლოცვას მისი სულისათვის. როგორც სასულიერო პირმა, გავარკვიე, რომ ეს არის უზუსტობა, არსად არ არის ნათქვამი, რომ საეჭვოა მისი თვითმკვლელობა. ამან შემაშფოთა მე. მე მინდა ვთქვა, რომ ღმერთმა ქნას, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყოს.  

წარმოიდგინეთ, თქვენ რომ დაგემუქროთ თქვენი ძმის სამსახურიდან გამოგდებით, თავს არ მოიკლავთ ამის გულისთვის.  

მე დიდი იმედი მაქვს, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა და ჩვენ ვლოცულობთ იმიტომ, რომ დაგვარწმუნეს ოჯახის წევრებმა, ჩვენც გამოვიკვლიეთ, რამდენადაც შეგვეძლო და ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ არის დამტკიცებული თვითმკვლელობა - ამიტომ ვლოცულობთ. 

მარიანა ჩოლოიანმა რაც არ უნდა თქვას, ეს მხარეა. ამ შემთხვევაში, ეს არის ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული. მე ვფიქრობ, რომ მე კი არ უნდა მოვუსმინო ბრალდებულს, გამოძიებამ უნდა მოუსმინოს. როდესაც გავიგე, ეს ადამიანი მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ ის, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად.

თქვა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა 15 წლის ლუკა სირაძეზე. სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები