არჩევნები 2020

კალაძე: 2012 წელს ქართველებმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხეს ძალადობრივი რეჟიმი

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განვითარებული, წარმატებული და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. 

ჩვენ ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, თუმცა, მე აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს. 2012 წელს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება. მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავუბრუნეთ ჩვენი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. თუმცა, რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ. ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. 

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.

კომენტარები