ევროპული საქართველო

კაპანაძე: ქართულ ოცნებას ხალხისთვის შესათავაზებელი ახალი არაფერი აქვს

ის, თუ როგორი მაჟორიტარები დაასახელა ქართულმა ოცნებამ, სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც ასხივებენ პირდაპირ დაღლილობას, ასევე ის, თუ რაზე ისაუბრა ივანიშვილმა, მხოლოდ 9 წელზე, მხოლოდ წარსულზე, კარგად მეტყველებს, თუ როგორი კამპანია ექნება ქართულ ოცნებას, რომ მათ არაფერი აქვთ შესათავაზებელი ხალხისთვის, სიახლეს არ სთავაზობენ და ისევ და ისევ ამ მრავალჯერ გაჭრილი კარტით, ამ 9 წლით აპირებენ ფონს გასვლას, ეს, რა თქმა უნდა, მათ არ გამოუვათ. ეს პრეზენტაცია და გამოსვლები არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მათი გარდაუვალი მარცხისკენ

ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე.

კომენტარები