ენმ

მელია კობიაშვილზე: ვიღაც ხომ უნდა დამდგარიყო, ვერ იტყოდნენ, გლდანში კანდიდატს არ ვაყენებთო

შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის მეგობარს [ლევან კობიაშვილი] ამ რაიონში. იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია აქ ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული, იმიტომ, რომ მოსახლეობამ უკანასკნელ წლებში უკუსვლა განიცადა გლდანის რაიონშიც.

ვიღაც ხომ უნდა დამდგარიყო [გლდანში], ხომ ვერ იტყოდნენ, გლდანში კანდიდატს არ ვაყენებთო. ამ ნაწილში თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით. უამრავ გლდანელს შევხვდი. პირდაპირ გეუბნებით, ოფისი, საიდანაც ახლა მე გერთვებით, ეს არის საერთო ოპოზიციური ოფისი, სადაც დადის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერი, რომლებიც მაჟორიტარ კანდიდატად მხარს მიჭერენ, მათ შორის, კობიაშვილის შტაბის ყოფილი წევრებიც. ბევრი ინფორმაცია მივიღე და შეუძლებელია ამ ადამიანს ჰქონოდა სურვილი [კენჭისყრის]. გაწირეს ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის

ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ქართული ოცნების მხრიდან მისთვის გლდანის საარჩევნო ოლქში ლევან კობიაშვილის დაყენებას. მელიამ ამის შესახებ პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

კომენტარები