არჩევნები 2020

ელისაშვილი: ბაქიბუქის გარეშე ვამბობ, ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო

ვინც მე კარგად მიცნობს იცის, რომ მეზიზღება ტრაბახი [...] მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიამოვნო იყო, დავინახე, რომ ჩემი რეალურად ეშინიათ. ბაქიბუქის გარეშე ვამბობ ამას, ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო.

კვლევებსაც ატარებდნენ და ნახეს, რომ ვიღაც ხარახურის დაყენების შემთხვევაში, მამუკა მდინარაძისნაირი ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ხალხის დაყენების შემთხვევაში, პირველივე ტურში წააგებდნენ საბურთალოს [...]

რომ მეიბნებიან ხოლმე, რა გაგიკეთებია ლაპარაკის ნაცვლადო, იპოდრომზე ცენტრალ პარკს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინია ჩემთან არ წააგონ არჩევნები, ამაზე მეტი რაღა გავაკეთო ამის დედა ვატირე ამ უფულო და ღარიბმა პოლიტიკოსმა კაცმა.

ამბობს ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი".

კომენტარები