არჩევნები 2020

კალაძე: დღეს ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანებულია ყველა ერთკაციანი პარტია

მოდით რეალურად შევხედოთ, რას წარმოადგენს ოპოზიცია და ვინ არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები არიან ძველი, კარგად დავიწყებული სახეები და დღეს ისინი გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ. ანუ, დღეს ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანებულია ყველა ერთკაციანი პარტია, ანომალური ერთობა შედგა. მე არ დავიწყებ მათ შანსებზე საუბარს, ამაზე თავად ისაუბრონ. მე, როგორც ქართული ოცნების გენერალური მდივანი ვალდებული ვარ ვესაუბრო ხალხს, რა ხედვა აქვს ჩვენს გუნდს, რას ვაპირებთ, ამაზე უნდა ვისაუბრო და არა იმაზე, რა შანსები აქვს ოპოზიციას.

თბილისის მერი, კახა კალაძე, რუსთავი 2-ზე ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, რა შანსები აქვთ ოპოზიციის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში.

კომენტარები