თამარ ბაჩალეიშვილის საქმე

ბაჩალეიშვილის მამა: მინდა, ჩემს მდგომარეობაში აღარავინ ჩავარდეს, სხვა აღარ დაღუპონ

ბოდიში, ძალიან ცუდად ვარ უკვე, ყველა მაყურებელს ბოდიშს ვუხდი, მე მინდა, რომ ჩემს მდგომარეობაში არავინ აღარ ჩავარდეს, ყველაფერი დალაგდეს, მე დამღუპეს, მაგრამ სხვა აღარ დაღუპონ. დროზე მოეღოს ბოლო, მე არ მჯერა, რომ ეს თვითმკვლელობაა, ეს მოდის გარედან, ეჭვი მაქვს და ამასაც მერე დავამტკიცებთ ყველაფერს, ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალეიშვილი TV მთავარის ეთერში ჩართვის ბოლოს.

კომენტარები