ქართული ოცნება

გამყრელიძე: "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე რატომ არ უნდა მივსულიყავი?

მიმიწვიეს იქ, როგორც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი და რატომ არ უნდა მივსულიყავი? რა გავაფუჭე ჩემი იქ მისვლით? მე ამ ხელისუფლების პერიოდში მომეცა საშუალება, რაც იყო მთავარი... ერთ-ერთი მთავარი იყო, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ხელისუფლების დროს ჯანმრთელობა გახდა ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს იყო ჩემთვის ყოველთვის ოცნება - მთავრობას გაეთავისებინა ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და მოსახლეობის განათლება ორი მთავარი ბოძია, რომელზეც უნდა აშენდეს ქვეყნის მომავალი...

...დღეს, ახლა მიკიჟინებენ, რატომ მივედი იქ, მივედი, დიახ, იმიტომ, რომ [ამ ხელისუფლების პირობებში] მომეცა საშუალება ზოგიერთი ჩემი ინიციატივის განხორციელების... ახლა მაქვს ძალიან დიდი პროექტი - საქართველოს გენომის პროექტი, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუ დამაცლიან, ამასაც შევძლებთ... არა ბატონო, არ მინდა პოლიტიკა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები