არჩევნები 2020

სუბარი ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებზე: ერთი ქალია, მაგრამ ძალიან ღირსეული

პირველ რიგში, ერთი ქალია, მაგრამ ძალიან ღირსეული და დარწმუნებული ვარ მის ძალიან ბრწყინვალე გამარჯვებაში პირველივე ტურში

რაც შეეხება ზოგადად ქალების მონაწილეობას პოლიტიკაში, სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, ის გუნდი, რომელმაც მიიღო ეს ცვლილება, რომელმაც განსაზღვრა კვოტირება და ყოველი მეოთხე, ანუ 25% უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ცხადია, პრაქტიკიდან გამომდინარე, აქ იგულისხმება, რომ ყოველი მეოთხე უნდა იყოს ქალი, თუმცა, შეიძლება, პირიქითაც ვიფიქროთ.

თუმცაიმასაც დაინახავთ, რომ სინამდვილეში ეს კვოტა იქნება უფრო მეტი ჩვენს კონკრეტულ სიასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, ამაზე შეთანხმება გუნდში გვაქვს - ეს არ იქნება მხოლოდ ყოველი მეოთხე, იქნება უფრო მეტი, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იქნება სწორედ ქალებიდან.

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სიაში მხოლოდ ერთი ქალის ყოფნაზე.

კომენტარები