თეა წულუკიანი

წულუკიანი: 2012-მდე ასე გვეგონა - გარედან გვეუბნებოდნენ, დემოკრატიის შუქურა თქვენი მთავრობააო

ალბათ უფრო 2004-დან და უფრო 2007-დან ბევრი დრო ვითომ რეფორმატორებზე. მე დარწმუნებული ვარ, გავა დრო და უკრაინელი ხალხი მათ ჩამოიცილებს. სააკაშვილს და მის რეფორმატორ მოადგილეს - ადეიშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწევთ. არაა გამორიცხული, რომ ეს მოხდეს არა ექსტრადირების, არამედ დეპორტაციის ფორმით და როგორც ახლა დავით ჭაკუა იხდის სასჯელს, მათაც მოუწევთ პასუხისგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე. უბრალოდ, ეს მათთვის არის დაკარგული დრო, როგორც ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, არაერთი წელი დავკარგეთ 2012 წლამდე. გვეგონა, რომ ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე გვეუბნებოდნენ, თქვენ ვერ ხვდებით, თორემ დემოკრატიის შუქურაა თქვენი ხელისუფლებაო. ჩვენ დავკარგეთ დრო, იყო ბევრი ტრაგედია, დაღვრილი ცრემლი და დაკარგული სიცოცხლეები.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე - ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმატორთა საბჭოს წევრია, ადეიშვილი - უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი.

კომენტარები