ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეები

თალაკვაძე: მედია ამტკიცებს, რომ გამოძიებაზე სწრაფად ასახელებს ვერსიებს - ანომალიაა

პრობლემა, იცით, რაში მდგომარეობს? ეს მინდა, რომ საზოგადოებას დავანახო. როდესაც ერთი-ორი ტელევიზია - ოპოზიცური პარტიის უშუალო დეპარტამენტები და დანაყოფები გამოდიან და საზოგადოებას ყოველდღე ეუბნებიან ვერსიებს, რომ ეს ასე კი არ მოხდა - ასე მოხდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას ასე უპასუხისმგებლოდ ლაპარაკი სხვადასხვა ვერსიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ არ შეუძლია.  

ჯერ ეს ერთი, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ან ერთ, ან მეორე საქმეში, გარდა იმისა, რომ, თუ დანაშაული მოხდა, დროულად დააკავოს დამნაშავე და მისცეს პასუხისგებაში. ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური ლეგიტიმური სამართლებრივი ინტერესი ამ პროცესში არის ეს. შესაბამისად, თვითონ ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის უკიდურესად ამორალური.  

[..] მე არაერთ საქმეს დაგისახელებთ, სადაც ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში დასავლეთ ევროპისა თუ აშშ-ში მომხდარმა შემთხვევებმა. ამ დროს, რა თქმა უნდა, ემოციური ფონი არის ძალიან მაღალი და, რასაკვირველია, ეს ბუნებრივია. ჩვენს საზოგადოებას რომ აქვს ასეთი რეაქცია, ეს არის სრულიად ბუნებრივი და მისაღები. 

როდესაც ოჯახზე მეტს ტირიან კონკრეტული ჟურნალისტისნიღბიანი ადამიანები და როდესაც ოჯახზე მეტი განცდები აქვს ვითომ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ამ საქმის მოდელირებულ გამოძიებებს ატარებენ, ეს არის უკვე ამორალური. რა თქმა უნდა, მედიას აქვს საშუალება, რომ გააშუქოს ყველაფერი, მაგრამ ის, რომ მედია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ თვითონ უფრო სწრაფად ასახელებს ვერსიებს, ვიდრე გამოძიება, ეს, თავისთავად, უკვე ანომალიაა.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეებზე საუბრისას ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები