არჩევნები 2020

ელისაშვილი: სიტუაციას სულ ბოკერიას პარტია ურევს, მაგათ უნდათ, ხეირი გამოადნონ თავისთვის

ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით.

ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით, ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები.

ინტერპრესნიუსის ცნობით, რადიო პალიტრის ეთერში ასე გამოეხმაურა "სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპული საქართველოს მოწოდებას, რომ ოპოზიცია რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერდეს.

კომენტარები