ანა დოლიძე

დოლიძე: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი დავით სოსლანთან, იმიტომ, რომ იყო წალკოტი

დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, ზუსტად პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. 

დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევა და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენ დღეს გვჭირდება Iphone 11, მაშინ, როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი.

თქვა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ.

კომენტარები