ტურიზმი

კანდელაკი: ფრენების აკრძალვა რომ არამეცნიერული და მცდარია, თენგიზ ცერცვაძემაც დაადასტურა

საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას მაინც ტოვებს დაკეტილ მდგომარეობაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნარჩუნდება დისკრიმინაციული კარანტინი, თუ ისინი ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდანაც კი, ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ Ryanair-ს და Wizzair-ს ფაქტობრივად აუკრძალა არჩევნებამდე ფრენა და გაუგებარია, რა შუაშია ეპიდსიტუაციასთან საერთოდ არჩევნები.

ის, რომ ეს მიდგომა არის არამეცნიერული და მცდარი, გარდა იმისა, რომ ეს არის უსამართლო, ფაქტობრივად დაადასტურა ბატონი ცერცვაძის გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც, საზღვრების გახსნა არ გამოიწვევს მნიშვნელოვან მატებას ინფიცირებულთა რაოდენობისა.

მითუმეტეს, რომ საზოგადოების მოთხოვნაა, არა საზღვრების მთლიანად გახსნა, არამედ საზღვრების რეალურად გახსნა უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებისთვის

თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა 30 ივლისის ბრიფინგზე.

კომენტარები