ბოკერია: რურუას საკითხი არსად არ წავა, პერსონაში კი არა, პრინციპშია საქმე

8 მარტის შეთანხმებაში კონკრეტული ჩამონათვალი იყო პოლიტიკური პირების, რომელთა მიმართაც პოლიტიკურად დაკვეთილი დევნა უნდა შეწყდეს. ზოგი დაკავებული იყო, ზოგი - არა. ვინც დაკავებული იყო, ისინი გათავისუფლდნენ, რაც კარგია, მაგრამ ეს საკითხი ივანიშვილმა მოიტოვა, როგორც სიმბოლოდ, რომ, აი, ბოლომდე ვერ გამტეხეს - ამის დემონსტრირებას ახდენს. ამით აზიანებს ქვეყანას და ატმოსფეროს ქვეყანაში.  

რურუას საკითხი არსად არ წავა - პერსონაში კი არა, პრინციპშია საქმე. ყველა განცხადებაში, პოზიტიურ განცხადებაშიც, საქართველოს პარტნიორების და ქართული საზოგადოების რეაქციაც ასეთია, რომ პოლიტიკური ჩარევით, დაკვეთით, შერჩევითი სამართლით არსებული საქმეები არ უნდა არსებობდეს და ასეთი საქმეა რურუას საქმე. არავის არ გაჰკვირვებია ეს განაჩენი, მაგრამ, საბოლოო შედეგისთვის მის ინტერესში არის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს საკითხი ამა თუ იმ გზით იქნას მოხსნილი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა გზით მოიხსნება ეს საკითხი. 

რურუას საქმე არის სიმბოლო იმისა, რაც აღარ უნდა ხდებოდეს არავის მიმართ საქართველოში მშვიდობიან არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი რურუას საქმეზე. მთავარი არხის თანამფლობელს, გიორგი რურუას, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები