ბაქრაძე რურუას განაჩენზე: სასამართლო სისტემა მუშაობს ქართული ოცნების სამსახურში

რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა. პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია ხელისუფლების უკანონო დაკვეთის აღსრულებასა და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში ქართულმა ოცნებამ. დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლებისა და ქართული ოცნების სამსახურში.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როცა ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გიორგი რურუას საქმეზე. მთავარი არხის თანამფლობელს, გიორგი რურუას, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები