ხაზარაძე კონგრესმენების წერილზე: ივანიშვილი ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას

დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რაც დაადასტურეს არაერთი გზავნილით როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენმა სხვა დასავლელმა პარტნიორებმა.

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა და მისმა დამქაშებმა, მინისტრებმა ჩააგდეს საუკუნის პროექტი და ამით, პრაქტიკულად, წაართვეს საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივა  და, რაც ყველაზე მთავარია, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა.

2020-ის ოქტომბერში იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისათვის, რომ ქართული ოცნება რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და აღმშენებლობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს გამარჯვების გზას.

ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს ეხმაურება. მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. მათი შეფასებით, "მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები