არჩევნები 2020

კაპანაძე: ამ არჩევნებზე ამერიკის ყურადღება ძალიან მაღალი იქნება

სრულიად ნათელია, რომ აშშ აქტიურადაა ჩართული ჩვენს პროცესებში და ადევნებს თვალყურს. ამის კარგი მანიშნებელი და მაგალითი იყო სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სატელეფონო ზარი პრემიერმინისტრ გახარიასთან, როდესაც საუბარი შეეხებოდა მხოლოდ არჩევნებს, ეს იყო მთავარი თემა. იგივე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, იგივე კონგრესმენების წერილი და სენატორ რიშის განცხადება, გვაძლევს სრულ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ამ არჩევნებზე ამერიკის ყურადღება ძალიან მაღალი იქნება.

მიუხედავად სხვა პრობლემებისა, რომელიც მსოფლიოშია, იგივე კოვიდთან დაკავშირებული, თუ ამერიკის შიდა პოლიტიკური პროცესები, ისინი აგრძელებენ თვალყურის დევნებას ჩვენს საკითხებზე. თუ აქ იქნება დემოკრატიის სტანდარტების უხეში დარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობა, ამას, ბუნებრივია, კიდევ უფრო მძაფრი და მწვავე რეაქციები მოჰყვება, როგორც პირადად ივანიშვილის, ისე ზოგადად ქართული ოცნების მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს მათაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანასაც.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე.

კომენტარები