მამა თამაზი რობერტ სტურუაზე: ტვინების მოწამვლის პროგრამა მინიმუმი შეასრულა

საქართველოს დიდი რეჟისორი რ. სტურუა ”შეწუხებული” ამბობს, რომ თურმე ამერიკაში თოთო ბავშვებს აწამებენ და ჭამენ. შემდეგ ამერიკელებზე ზრუნვით შეწუხებული, კითხვას სვამს: როგორ იცხოვროს ახლა იქ წესიერმა ამერიკელმა? მე გასწავლით: ურჩიეთ იმ ამერიკელებს თქვენს ძვირფას რუსეთში გადასახლდნენ.
ტვინების მოწამვლის პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ესაა მთავარი.

დეკანოზი თამაზ ლომიძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღანელს, რობერტ სტურუას ეხმაურება, რომელმაც რადიო უცნობის ეთერში თქვა, რომ "აშშ-ში ბავშვებს აწამებენ, რომ სითხე გამოყონ და გაახალგაზრდავდნენ, ალბათ ჭამენ კიდეც".
მოკლე ბმული: