სააკაშვილი: მე ვარ ამ კამპანიაში ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ხალხთან ერთად

არ არის ისეთი ფიგურა გიორგი ვაშაძე, რომ მე მასზე ბევრი დრო დავხარჯო. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს ქართველი ხალხი, ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს.

ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ოცნება ყველაზე მეტი, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს, ვერ ითამაშებს ვერც ეგ [გიორგი ვაშაძე] და ვერც ვერავინ, იმიტომ, მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აშენებას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში გიორგი ვაშაძეზე ლაპარაკობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები