არჩევნები 2020

ხოშტარია: პირობას ვდებ, არავითარ შემთხვევაში აღარ იქნება ერთპარტიული, თავგასული მმართველობა

პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი არა პარტიებისთვის, არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისთვის, რომელმაც უნდა დახუროს ის გვერდი, როდესაც ერთი ადამიანი, ერთი პარტია ან ერთი გუნდი აზის თავზე მოსახლეობას. 

ჩვენ უნდა დავხუროთ ის გვერდი, როდესაც ერთპარტიული მმართველობა გვაძლევს თავგასულ ხელისუფლებას, თავგასულ ძალაუფლებას, ანგარიშვალდებულს არა ხალხის, არამედ, ერთი პიროვნების წინაშე.

ამიტომ, მე პირობას ვდებ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძოდა თავისი ჯანმრთელობის ფასად, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნება ერთპარტიული და თავგასული მმართველობა, საქართველოში იქნება თავისუფალი სასამართლო, საქართველოში იქნება დაცული ადამიანის უფლებები და საქართველოში იქნება კეთილდღეობა.

ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოს კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები