არჩევნები 2020

სამადაშვილი ვაშაძეზე: გაურკვეველია, რა საბაბით გადაწყვიტა ოპოზიციაში არეულობის შეტანა

გიორგი ვაშაძის ამბიცია, რომ პრემიერმინისტრი გამხდარიყო, არ გაიზიარა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა თაკო ჩარკვიანის შეხედულებისა. შესაბამისად, გაურკვეველია, რა იყო მიზეზი და საბაბი მისი გადაწყვეტილების, რომ შეეტანა დამატებითი არეულობა არჩევნების წინ ოპოზიციაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ემსახურება ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, რომ დაქსასონ ოპოზიცია, ასევე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პროექტს, იმიტომ, რომ ამის უკან დგას ასევე საკმაოდ ხელშესახები ფინანსური რესურსი. 

ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი, მთავარ არხთან საუბარში ეხმაურება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ "ფაქტია, გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს".

კომენტარები