ეს თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ისევ და ისევ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მე მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო მოძრაობა და მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა მძღოლს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა.
ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ ავტომობილს და გადავაადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და, რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოგიხადოთ.