თბილისის მერია

კალაძე: კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით - მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი

მე შეიძლება გავილანძღო, ჩემი თანაგუნდელი შეიძლება გაილანძღოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.  

ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის ის, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილებს - ეს ასე არ უნდა გაიგოს არავინ. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი, მე თავად გადაავაადგილდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვებრძვით კერძო ავტომობილის მძღოლებს, პირიქით, ამ რეფორმით, ამ პროექტით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები. ავტობუსს ექნება მხოლოდ ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლები და ეს მხოლოდ ჭავჭავაძე არ იქნება - მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და ყველგან იქნება პროექტები განხორციელებული. შეიძლება ინფრასტრუქტურულად ვერ დავეწიოთ, რადგან ამას თავისი თანხები სჭირდება, მაგრამ დახაზვითი სამუშაოები გატარდება, იმისთვის, რომ ავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარები