გამყრელიძე: ვმუშაობთ დიდ კვლევაზე, რათა გავიგოთ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი

ახლა ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულ გეგმაზე, ეს არის, ე.წ. ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა მეორე, მესამე და შემდოგმი ტალღებისთვის, ანუ, ძირითადად, შემოდგომის და იქ გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი, როგორც ეპიდზედამხედველობა, ტესტირება, ჰოსპიტალური კლინიკების მზადყოფნა, პირველადი ჯანდაცვის მზადყოფნა, კვლევები და ა.შ.

ვმუშაობთ სწორედ იმ საკითხზე, რომ რადგან ბაზრობები გახლავთ საკმაოდ დიდი თავშეყრის ადგილი, სადაც მობილობა სერიოზულად იზრდება მოსახლეობის, რომ არა სრული, არამედ რანდომული კვლევები ჩავატაროთ. ახლა ვემზადებით დიდი კვლევისთვის, სეროპრევალენტობის კვლევისთვის, რომელიც სადღაც 10 დღეში დაიწყება და მან უნდა მოგვცეს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რა არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები