არჩევნები 2020

კაპანაძე: საზოგადოების დაკვეთა კოალიციური მთავრობის შექმნაა და არა ერთპიროვნულის

ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, რომ ჰყავდეს საკუთარი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ჰქონდეს საარჩევნო სტრატეგია და იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, თუმცა ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ საზოგადოების დაკვეთაა, რომ მომდევნო მთავრობა იყოს კოალიციური მთავრობა დღეს ოპოზიციაში მყოფ პროდასავლურ პარტიებს შორის და მიგვაჩნია, რომ არ არის საზოგადოების დაკვეთა, რომ იყოს ერთპარტიული მმართველობა და, მით უმეტეს, ერთპიროვნული მმართველობა.

ამას აჩვენებს ბევრი კვლევა, ამას აჩვენებს ის ბევრი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ხალხთან და ზოგადად განწყობა, რომელიც არის საზოგადოებაში. ამიტომ, მე მგონია, რომ ის პოლიტიკური ძალები მიაღწევენ წარმატებას ამ არჩევნებზე, რომლებიც საზოგადოების ამ განწყობას გაითვალისწინებენ თავიანთ სამოქმედო გეგმაშიც და, ზოგადად, თავიანთ წინასაარჩევნო სტრატეგიაშიც.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთპიროვნულად უნდა მოიგოს ეს არჩევნები და ეს ასეც იქნება.

კომენტარები