2008 აგვისტოს ომი

ბოკერია: უნდა გვესმოდეს, რომ თავს ვერ მოიტყუებ - პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი

საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას აგრძელებს პუტინის რუსეთი და არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მთავარი საფრთხე. ეს დღე არის ტრაგიკული დღე - ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც რამდენიმე ასეული წელია ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა, ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. 

დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ ჩვენ სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნა. ჩვენი ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ და გვესმოდეს, რომ ვერ მოიტყუებ თავს, რომ მტერს მტერი არ დაუძახო. პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგში ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ, პირველ რიგში, თავიდან ავიცილოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის. ამისთვის გვჭირდება სიმტკიცე და საზოგადოების ერთიანობა, როდესაც საქმე მიდის ჩვენი სამშობლოს თავისუფლების დაცვაზე. 

თქვა ევოპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

კომენტარები