აგვისტოს ომი

ბაქრაძე: უნდა შევძლოთ ერთად დგომა, თუ საქმე ქვეყნის ერთიანობასა და ოკუპაციის დასასრულს ეხება

დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ იმ ადამიანს, ჩვენს გმირებს, ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას, მაგრამ დღეს არის ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როცა ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მიუხედავად უამრავი შიდა განსხვავების, უთანხმოების და კონფლიქტისა, ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დადგომა და ერთად შრომა, როცა საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, ესაა საქართველოს მთლიანობა, ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული. 

ეს პრობლემა, ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება. ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება გამთლიანებული, იქნება ერთიანი, დაცული და ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მთავარ საკითხში, მიუხედავად ყველა უთანხმოებისა და განსხვავებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ყველა ის უბედურება, რომელიც საქართველოს მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლოეზე. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

კომენტარები