ქართული ოცნება

თურნავა: ძალიან თავმდაბალი მთავრობა ვართ, ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არ ხმაურდება

ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც ზედმეტი თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. 

რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და შეგროვებული 130 მილიონიდან 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი, ეს არის ფაქტი. ძალიან ბევრი კითხვა იყო, სხვათა შორის, მანამ, სანამ ვიტყოდით როგორ იხარჯება, როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ. ვხარჯავთ ახლა, ვხარჯავთ ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. 

100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში ფაქტია და არაფერი დაშავდება იმით, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ესე იგი, სწორად ვიქცევით.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსთან ინტერვიუში

კომენტარები