აგვისტოს ომი

ზურაბიშვილი: დღევანდელი დღე უაღრესად ტრაგიკულია და ამავე დროს ეს ქვეყნისთვის იმედის დღეა

დღევანდელი დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს, ეს არის ამ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის იმედის დღე. ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალაა. მათზე ვდგავართ დღეს, თუ ვდგავართ. როგორც მთელი საუკუნეების მანძილზე საქართველო იდგა იმათ ძალაზე, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ეს არის ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს გავუძელით, გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.

დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ნიშანია ის გამოხმაურებები, რაც იყო დღეს და გუშინ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისგან. მათ არ ავიწყდებათ ის, რაც მოხდა და არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით. ესაა ჩვენი მთავარი გამარჯვება. წინ წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით. ეს არის რაც იყო საქართველო და ყოველთვის ასეთი იქნება.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

კომენტარები