აგვისტოს ომი

ზურაბიშვილი: ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი, დღეს ღირსეული არაა

ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენ გნირებს, დღესაა დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში არის სირცხვილი, რადგან ეს ადამიანები სამშობლოს შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არაა ღირსეული.

ის შიდა დაპირისპირება, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა და სიძულვილი, რომელსაც ყოველდღიურად გამოაქვს შედეგი ჩვენ ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ვხედავთ, ესაა მათი არაპატივისცემა, მათი დავიწყება, რადგან ისინი თუ მოკვტენ, მოკვტენ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის და ერთობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული. ჩვენ ერთიანობის მაგივრად ვართ ჩავარდნილი ისეთ სიძულვილში, რომელიც მხოლოდ ერთს შეუძლია ხელი დაეხმაროს და მისცეს – ესაა ჩვენი მტერი.

თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ერთობა. ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ აქ მოსვლა არაა საჭირო.

[სტილი დაცულია]

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

კომენტარები