ახალქალაქი

დეკანოიძე ახალქალაქზე: დაუსჯელობის სინდრომმა და შერჩევითმა სამართალმა პოლიცია ჩამოშალა

ქვეყანაში არის შექმნილი ძალიან საგანგაშო სიტუაცია კრიმინალური თვალსაზრისით, აღზევება ხდება კრიმინალების, რომლებსაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტი სახელმწიფოსთან. განსაკუთრებით, ქუჩაში არსებულ კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ადამიანებს იყენებს ხელისუფლება სათავისოდ და ამ დაუსჯელობის სინდრომმა, კანონის აღსრულების არარსებობამ და მხოლოდ შერჩევითმა სამართალმა ისე გააკეთა, რომ პოლიცია არის აბსოლუტურად ჩამოშლილი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი არ არსებობს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკაონიძე ტელეკომპანია ფორმულასთან ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. 8 აგვისტოს, ახალქალაქში დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში, მოკლული კაცის ნათესავებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

კომენტარები