ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი

მივესალმები ჩვენს მეომრებს ქართული ოცნებიდან, მივესალმები ჩვენს სასახელო, გამორჩეულ ადამიანებს, ამ კუთხის [კახეთი] ღირსეულ შვილებს. ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ ყოფნა, ვინაიდან ვიმყოფებით მართლაც გამორჩეულ ადგილას, ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეფის ადგილას. ეს თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ გვახსოვდეს ჩვენი წარსული, რომ დავაფასოთ ჩვენი აწმყო და ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ერთად ღირსეული მომავლის შექმნაზე. 

ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ  გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა 

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ქართული ოცნების ლიდერებმა თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მოქმედი გუბერნატორია.

კომენტარები