არჩევნები 2020

ღარიბაშვილი: თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს

2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ჩვენი ხალხისთვის მოიტანა უპრეცეტენდო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან. სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა 8 წლის წინ, მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენ შეუძლებელი შევძელით

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ქართული ოცნების ლიდერებმა თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მოქმედი გუბერნატორია.

კომენტარები