ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: ნამდვილად მძიმე ზამთარი გველოდება, ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

ხელისუფლება ზუსტად იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ ნამდვილად გველოდება მძიმე ზამთარი და ძალიან სარისკოა ასეთი ხელისუფლების პირობებში დავტოვოთ ქვეყანა, როდესაც სამწუხაროდ, ასეთი ღრმა კრიზისია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ კრიზისს აქვს თავისი ობიექტური წინაპირობა კორონავირუსის სახით, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ეკონომიკური დახმარებები ძალიან დააგვიანა მთავრობამ და დღესაც ეს ყველაფერი არასაკმარისია, ჩვენ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ფსკერისკენ მივექანებით და ზუსტად მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ობიექტური ფაქტორებით განპირობებულ კრიზისს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს და ორჯერ და სამჯერ უფრო ძნელად გადასატანს ხდის ჩვენი ქვეყნისთვის. 

ამიტომ, ასეთი არაკომპეტენტური მთავრობის დატოვება არის ყველაზე მეტად სარისკო მომავალი ზამთრის პირობებში

ამბობს თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები