აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი ომზე: ვიხილეთ ეროვნული სირცხვილი, მიწაზე განრთხმული მთავარსარდალი

ომები შემთხვევით არ მიხსენებია. ვინაიდან, ჩვენი მმართველობის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგემა მშვიდობისა და თავისუფლების გემო. ეს არის ის უიშვიათესი, უნიკალური პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი.

ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია, სირცხვილი ვიხილეთ, საერთო, ეროვნული, მიწაზე განრთხმული მთავარსარდალი. მას ერთადერთი მიზანი და ერთადერთი ჟინი ამოძრავებს - ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს. იმ დროს, როდესაც ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე იხოცებოდნენ, ის ხუმრობდა, იცინოდა.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.

კომენტარები