ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფექებები იქნებოდა

დაახლოებით პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფექებები იქნებოდა, რაც დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან, რაც აუცილებელია, მოგეხსენებათ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი კარგად უნდა იქნას დაცული. ყველა ახალი შემთხვევა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შესაბამისი ღონისძიებები დროზე იქნას გატარებული [...] ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაშია, სადაც შემსუბუქება იწყება, წლობით ვერ იქნება ქვეყნები ჩაკეტილი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი.

კომენტარები