გამყრელიძე: არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები, სანამ პანდემიაა ყველაფერი მოკრძალებული იყოს

რთულია მოსახლეობას აუხსნა, რომ არა ბატონო! – არ გვინდა ჯერ 300 და 500-კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები. ყველაფერი უნდა მოკრძალებული იყოს, სანამ პანდემიაა. ყოველდღიურად მსოფლიოში ახალი შემთხვევების მატებაა. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 20 მილიონს გადააჭარბა. ჩვენ, საქართველო, მსოფლიოს ნაწილი ვართ. ამიტომ, მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო!

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი.

კომენტარები