არჩევნები 2020

ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა ენმ-ს მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა უნდა იყოს

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. შესაბამისად, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, ნაციონალური მოძრაობის მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა.

თქვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას.

კომენტარები