პრეზიდენტი

პრეზიდენტი: მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა

თქვენ როგორც ჩანს დაინტერესდით [სად იყო სამთავრობო თვითმფრინავი] და გამოაცხადეთ, რომ მინსკში ვიყავი და ჯერ გადაამოწმეთ. 

ეს თქვენი საქმეა [ვინ იყო მინსკში], ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა.

ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის კითხვას, სად იყო სამთავრობო თვითმფრინავი გუშინ ღამით. 16 აგვისტოს ბელარუსში მასშტაბური პროტესტების ფონზე ქართულმა სამთავრობო თვითმფრინავმა თბილისი-მინსკი-თბილისი რეისი შეასრულა. ზოგიერთი მედიის ცნობით, შესაძლოა, მინსკში სალომე ზურაბიშვილი ჩასულიყო. 17 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური რეისით მინსკში საქართველოს ელჩი დაბრუნდა.

კომენტარები