თეა წულუკიანი

წულუკიანი ბაქრაძეზე: მოლაპარაკე დათუნია იყო სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის

რა თქმა უნდა, [მიხეილ სააკაშვილი] სააკაშვილი, [ვანო] მერაბიშვილი და [ზურაბ] ადეიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არ მიხვდა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში. ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და "გამპრავებელი", ბოდიში ამ სიტყვებისთვის, სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის და ახლა მიხვდა, როცა თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი ცუდი ხალხია.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადების პასუხად ისაუბრა. დავით ბაქრაძემ თქვა, რომ კოალიციურ მთავრობაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი არ იქნებიან.

კომენტარები