არჩევნები 2020

გახარია: არჩევნები უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, თუმცა მთავარი ხალხის ჯანმრთელობაა

ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, გვიწევს ყოველთვიური მუშაობა იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები