თურნავა: ოპტიმალური რაოდენობის ფრენები გვაქვს

ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობით, თუ მოგვცემს ეპიდვითარება საშუალებას და იგივე ევროპაში ეპიდვითარება საშუალებას, რომ დავამატოთ რეგულარული ფრენები, ან გავზარდოთ არსებული მიმართულებების სიხშირე, ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ასევე ყურადღებით ვართ, რომ თუკი რაიმე გაუარესდა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ფრენები ხორციელდება, აქაც მზად ვართ, რომ მივიღოთ ადეკვატური ზომები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც უპირატესი პრიორიტეტია ჩვენთვის.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა რეგულარული ფრენების აკრძალვა, ამჯერად 1-ელ ოქტომბრამდე. შეზღუდვა მხოლოდ რიგის, პარიზის და მიუნხენის აეროპორტებს არ ეხება, საიდანაც ჯამში, თვეში 20 ფრენა სრულდება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები