არჩევნები 2020

ვაშაძე ენმ-ს: მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით, თქვენ ვისთვის და რისთვის?

როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა.

ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთ ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ.

და ბოლოს, მინდა, იცოდეს ყველამ, სადაც გიორგი ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდია, იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ. სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი  პრინციპია ჩვენთვის!

მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით! თქვენ - ვისთვის და რისთვის?

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, ოპოზიციის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მსჯელობაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია ისანში ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენებას განიხილავს.

კომენტარები