არჩევნები 2020

თალაკვაძე: ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება, მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს

ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახონ, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარდაბანაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენისას. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, ჩაატარონ დემოკრატიული, სამართლიანი, მოსყიდვისგან და ზეწოლისგან თავისუფალი არჩევნები

კომენტარები