ჭავჭავაძის გამზირი

კალაძე: მეც საცობში მიწევს დგომა, მხოლოდ კერძო მანქანების მფლობელების მერი ვერ ვიქნები

მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი რომ აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე.

კომენტარები