ქართული ოცნება

თალაკვაძე სააკაშვილზე: ჰამოვიდეს, არაა პრობლემა, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება

ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ ელოდება უკვე პოლიტიკური პროცესი.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლიც, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო.

სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა გაცვალა თავის ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. 27 აგვისტის ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა ქართველ ხალხს შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ის ბრუნდება.

კომენტარები