ილია მეორე

ილია II: ურთულეს დროს ვცხოვრობთ, ნუ შეგეშინდებათ, როცა ხალხის გაჭირვებას ხედავთ

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს. ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამინისათვის.   

სიონი და თბილისელები არიან როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი არიან თანატოლები. 

ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ ხალხის გაჭირვებას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული. სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ.

თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში.

კომენტარები